weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ანტიოქიის პატრიარქმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია მიიღო  

16:06 ოთხშაბათი, 19 მაისი 2021

ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქმა იოანე მეათემ ოფიციალურად უმასპინძლა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და მის დელეგაციას, რომელიც სირიაში იმყოფება.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და ფოტო-ვიდეო მასალა ანტიოქიის საპატრიარქოს ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. საპატრიარქოს განცხადებაში, ასლან ბჟანია აფხაზეთის პრეზიდენტად არის მოხსენიებული.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, უცნაური ფაქტია, რომ ანტიოქიის პატრიარქი ბჟანიას ოფიციალურად შეხვდა. ჯაღმაიძის თქმით, დეტალები დაზუსტდება და რეაგირება ექნებათ.

„ეს არის ნეგატიური მოვლენა. უცნაური ფაქტია და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება რეაგირება, თუმცა მანამდე საჭიროა გარკვეული კომუნიკაცია, დეტალების დაზუსტება. რა ფორმით იქნება ეს, უნდა დაველოდოთ ჩვენ საგარეო ურთიერთობათა განყოფილებას“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად.

აფხაზეთი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის სახელითაა ცნობილი. 2010 წლის დეკემბრიდან, წმინდა სინოდის განჩინებით, ეპარქიის მმართველობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გადაეცა.

სირიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (ე.წ. სამხრეთ ოსეთი) დამოუკიდებლობა 2018 წლის მაისში აღიარა. ამ გადაწყვეტილების გამო, საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტა.

 

ამ თემაზე:

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია სირიაში ასადს შეხვდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]