weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

24 358 ტესტით კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა

12:07 ხუთშაბათი, 27 მაისი 2021

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 24 358 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ 39 697 ტესტიდან 1015-ის პასუხი იყო დადებითი.

26 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.09%-ია, ბოლო 14 დღის –3.77%, ხოლო ბოლო 7 დღის – 3.47%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 508 ახალი შემთხვევიდან 252 თბილისშია დადასტურებული, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 61

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 48

ქვემო ქართლი – 42

იმერეთი – 35

კახეთი – 22

შიდა ქართლი – 20

მცხეთა-მთიანეთი – 14

გურია – 9

სამცხე-ჯავახეთი – 3

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2

დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1481 პირი, 17 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე, საქართველოში ინფიცირების 12 704 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 8071 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 3965 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 913 ინფიცირებული. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი;
  • 668 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 340 838 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 323 409 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 4699 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]