weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია 29 მაისს გაიმართება

17:18 პარასკევი, 28 მაისი 2021

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია ხვალ, 29 მაისს გაიმართება. ღონისძიება „ექსპო ჯორჯიას“ მეთერთმეტე პავილიონში 17:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

გახარიას პარტიას სახელწოდება „საქართველოსთვის“ იქნება.

გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე იკავებდა. მისი გადადგომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შესახებ გადაწყვეტილებას უკავშირდება.

„ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მიუღებელია. სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილების გამოცხადების დროს.

გახარია 2017-2019 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრი, 2016-2017 წლებში ეკონომიკის მინისტრი, ხოლო 2013-2016 წლებში ბიზნესომბუდსმენი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]