weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიციას ავიწყდება, რომ დაქირავებულია ხალხის მიერ – ანა დოლიძე გუმათში ჩავიდა

15:20 ორშაბათი, 31 მაისი 2021

„აქ შექმნილია საოკუპაციო ხაზი ჩინოვნიკების მიერ. არ არსებობს კანონის მუხლი, რომლის მიხედვითაც პოლიცია აქ კანონიერად დგას. თავზე გვახევენ კონსტიტუციას. მე მოვედი ჩემს შვილთან და თანაგუნდელებთან ერთად, რომ მხარი დავუჭირო აქციას“, – განაცხადა პარტია ხალხისთვის დამფუძნებელმა ანა დოლიძემ, რომელიც გუმათში ჩავიდა.

დოლიძემ პოლიციის მიერ აღმართული რკინის ჯებირებს მიღმა გადასვლა შეძლო, თუმცა პოლიციამ გზის გაგრძელების საშუალება არ მისცა. როგორც პოლიტიკოსი ამბობს, სურს საკუთარი თვალით ნახოს, აწარმოებს თუ არა „ენკა რინიუებლზი“ ხეობაში სამშენებლო სამუშაოებს.

„ეს არის ხელოვნური და არაკონსტიტუციური საზღვარი. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მოქალაქეებს გვაქვს უფლება გადავაადგილეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ერთ მუხლს ვერ მეტყვიან რატომ დგანან აქ. ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიციას ავიწყდება, რომ დაქირავებულია ქართველი ხალხის და არა კაბინეტში მჯდომი ჩინოვნიკის მიერ“, – განაცხადა დოლიძემ ჟურნალისტებთან.

ანა დოლიძე ნამახვანჰესის ხელშეკრულებაზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. მას მიაჩნია, რომ დოკუმენტით დათმობილია სახელმწიფო ინტერესები და ეჭვს გამოთქვამს კორუფციასთან დაკავშირებით. დოლიძის აზრით, საგამოძიებო კომისია არის საუკეთესო ფორმატი იმისთვის, რომ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სიმართლე დადგინდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]