weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სისტემას დღეში ასობით ადამიანი ტოვებს სხვადასხვა მიზეზით – დეპუტატი ყოფილ პოლიციელზე

17:56 ოთხშაბათი, 02 ივნისი 2021

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ბექა დავითულიანის განცხადებით, ვანის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, ზურაბ ხმელიძის განცხადებას, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებთან მიმართებაში პოლიცია უკანონო ბრძანებებს იღებს, დადასტურება სჭირდება.

დეპუტატი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ პოლიცია მოქალაქეებს რიონის ხეობაში, საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე მისვლის შესაძლებლობას არ აძლევს.

„ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა მივიდეს საკუთარ საცხოვრისში, თუ ეს მისი საკუთრებაა. ამას პოლიცია ვერ აუკრძალავს და ტყუილია, ეს თუ ასე ითქვა. სისტემას ყოველ დღე ტოვებს ასობით ადამიანი, ზოგი რა მიზეზით, ზოგი – რა მიზეზით.

თუ რაიმე სამართლებრივი პრეტენზია აქვს [ზურაბ ხმელიძეს], მიხედოს საქმეს, იჩივლოს. „უკანონო ბრძანებებს ვიღებ“ რომ ამბობს, ამას უნდა დადასტურება. იქნებ უბრალოდ ემხრობა ამ ნამახვანჰესის საპროტესტო აქციას, შინაგანად ამისი მომხრეა და იმიტომ გადადგა ეს ნაბიჯი“, – განაცხადა „მთავარ არხთან“ ბექა დავითულიანმა.

გუშინ ზურაბ ხმელიძემ ტელეკომპანია „მთავარ არხს“ მისცა ინტერვიუ და განაცხადა რომ ვანის პოლიციის სამმართველში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობა დატოვა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად მან რიონის ხეობაში შექმნილი ვითარება დაასახელა.

ზურა ხმელიძე ამბობს, რომ პოლიციელებს ყოველ დღე უწევთ უკანონო დავალებების შესრულება, რაშინც „რიონის ხეობის მცველების“ მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და მათთვის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვა დაასახელა.

„ძალიან მოქმედებს ადამიანის თავმოყვარეობაზე, სინდისზეც, ნამუსზეც, როდესაც უბრალოდ მოქალაქეს აქვს თავისი ბრძოლა ქვეყნისთვის და შენ, ფორმიანი ადამიანი, რომელსაც პირველ რიგში გევალება საკუთარი მოქალაქეების და მიწის დაცვა, განზე ხარ გამდგარი და პირიქით, ხელს უშლი მათ“, – განაცხადა ხმელიძემ.

მან სოლიდარობა გამოუცხადა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელს, ვარლამ გოლეთიანს და საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

 

ამ თემაზე:

ვტოვებ იმერეთის პოლიციას და სოლიდარობას ვუცხადებ რიონის ხეობის მცველებს – გამომძიებელი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]