weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თამარ კორძაიამ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

13:18 პარასკევი, 04 ივნისი 2021

თამარ კორძაიამ რესპუბლიკური პარტიადატოვა და პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია მან დღეს გაავრცელა.

როგორც თამარ კორძაიას განცხადებიდან ირკვევა, მას პარტიისგან განსხვავებული პოზიცია აქვს საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით.

„გუშინ, 2021 წლის 3 ივნისს დასრულდა ჩემი 6-წლიანი თანამშრომლობა „რესპუბლიკურ პარტიასთან“ და პარტიის თავმჯდომარეს მივმართე განცხადებით წევრობის დატოვების თაობაზე. მადლობას ვუხდი ყველას იმ მრავალფეროვანი გამოცდილებისთვის, რაც შევიძინე ამ წლების განმავლობაში.

ვფიქრობ, პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან სამომავლო თანამშრომლობა უნდა გაგვეგრძელებინა რესპუბლიკური პარტიის ორ წევრს უფრაქციოდ, დამოუკიდებლად საქმიანობით, პარლამენტის ტრინუბიდან თამამი რესპუბლიკური იდეების გახმოვანებით და ბრძოლით.

მართალია, არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის „რესპუბლიკური პარტიის“ გადაწყვეტილების“, – აცხადებს კორძაია.

თამარ კორძაია და „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე მეათე მოწვევის პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო ბლოკის სიით შევიდნენ. ხათუნა სამნიძემ 19 აპრილს ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს, გუშინ, 3 ივნისს კი პარტია „სტრატეგია აღმაშენებელთან“ და დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების“ ჯგუფიში გაწევრიანდა. სამნიძე აღნიშნული ფრაქციის თავმჯდომარე იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]