weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

არ მოგცემთ უფლებას, უმცირესობები მხოლოდ უსაფრთხოების ჭრილში განიხილოთ – ნაკაიძე

18:38 ორშაბათი, 28 ივნისი 2021

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ არ მისცემს უფლებას მის შეკითხვებს გვერდი აუაროს. ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც პარასკევს ჩატარებულ სხდომაზე ნაკაიძემ პრემიერს დაუსვა, იყო ის, თუ როდემდე უნდა ესაუბროს მთავრობა ეთნიკურ უმცირესობებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ენით.

ტარიელ ნაკაიძემ აღნიშნა, რომ ქართველი მუსლიმია და პარლამენტში უმცირესობების ხმას აჟღერებს.

„მე ვეფხისტყაოსნის გმირის, ტარიელის სახელს ვატარებ. მე დიდი ქართველი მამულიშვილების – მემედ ბეგ აბაშიძის, სელიმ ბეგ ხიმშიაშვილის, გულო-აღა კაი კაციშვილის, საიათნოვას, ილია ჭავჭავაძის, აზერბაიჯანელი ქალის, ფარი ხანუმ სოფიევას რომელიც ასი წლის წინ დემოკრატიული საქართველოს ღირსებას იცავდა ამ ტრიბუნიდან, მათი შთამომავალი ვარ.

მე დღეს საქართველოს უმცირესობების ხმა ვარ აქ. მე, ბატონო პრემიერო, ქართველი მუსლიმი ვარ. ჩვენ ღირსეულად და თავისუფლად ჩავივლით რუსთაველის ქუჩაზე, ჩვენ ავაშენებთ მეჩეთებს, ეკლესიებს, სინაგოგებს. ჩვენ ავაშენებთ თავისუფალ, დამოუკიდებელ, მრავალფეროვან საქართველოს, რადგან ჩვენთვის ეს უმთავრესი სულიერების ტაძარია.

მაგრამ თქვენ არ მოგცემთ უფლებას, ჩვენს კითხვებს გვერდი აუაროთ. თქვენ მოგიწევთ გასცეთ პასუხი ჩვენს კითხვებს

არ მოგცემთ უფლებას საქართველოში მცხოვრები უმცირესობები მოხაზოთ და მონიშნოთ მეორეხარისხოვან მოქალაქეებად. არ მოგცემთ უფლებას, რომ ისინი მხოლოდ უსაფრთხოების ჭრილში განიხილოთ.

საქართველო ჩვენი სამშობლოა. ჩვენ მეტი სამშობლო არ გვაქვს, შევეჯიბროთ საქართველოს პატრიოტიზმში და მის სიყვარულში.

ბოდიშს ვუხდი საქართველოს მოსახლეობას ასეთი ემოციური და ხმამაღალი გამოსვლისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, თქვენ არ დამიტოვეთ სხვა შანსი. დაე, გაუმარჯოს მრავალფეროვან თავისუფალ საქართველოს! ღმერთო, დალოცე საქართველო!“, – თქვა ტარიელ ნაკაიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]