weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ღირსების მარშთან“ დაკავშირებით შს მინისტრი პარლამენტში დაიბარეს  

10:53 სამშაბათი, 29 ივნისი 2021
რადიო თავისუფლების ფოტო რადიო თავისუფლების ფოტო

ფრაქცია შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მისვლას ითხოვს. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, მათ კითხვები აქვთ თბილისში დაგეგმილ ღირსების მარშთანდაკავშირებით.

„გავიგოთ პასუხები, როგორ აპირებს ხელისუფლება, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცვას წესრიგი, დაიცვას თითოეული მოქალაქე და თავიდან ავიცილოთ ძალადობა, რომლითაც იმუქრებიან კონკრეტული ჯგუფები და ადამიანები. ველოდებით, რომ ბატონი გომელაური მოვა და ადამიანის უფლებათა კომიტეტზე ვისაუბრებთ ამ თემებზე“, – განაცხადა სამნიძემ.

ჯერჯერობით უცნობია, მივა თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი კომიტეტის სხდომაზე. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, ოპოზიციურ პარტიას აქვს უფლება, მინისტრი კომიტეტის სხდომაზე დაიბაროს.

„თუმცა საკითხი – რამდენად იქნება წესრიგი დაცული – ამაზე მინისტრის წინასწარ დაბარება, არ ვიცი რამდენად მიზანშეწონილია“, – აღნიშნა სამხარაძემ.

5 ივლისს თბილისში „ღირსების მარში“ გაიმართება. ღონისძიება დაგეგმილია „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში, რომელიც პირველი ივლისიდან დაიწყება. წელს მარშის სლოგანია „გამოდი სოლიდარობისთვის“.

გუშინ, ევროპარლამენტის 28 წევრმა საქართველოს მთავრობას და ვახტანგ გომელაურს მოუწოდა, დაიცვას „ღირსების მარშის“ მონაწილეები, გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობა უზრუნველყოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]