„იმ ოქმების საფუძველზე, რომელიც ჩვენ შევისწავლეთ, ვაცხადებ, თამარ ჟვანიას რომც სდომებოდა, მოცემულ სიტუაციაში არჩევნებს ვერ გააყალბებდა. როცა ყველაზე ნაკლებად იყო საჭირო მისი გადადგომა, მაშინ გადადგა. ჩემთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, იმიტომ, რომ იმდენად დიდი იყო მოთხოვნა, იმდენად დიდი იყო ზღვა და ბოლოს ნამდვილად, გულწრფელად ვამბობ, მეც კი სკეპტიკურად ვიყავი და დავინახე, რომ მას არ გაუყალბებია და გადადგა . არ ვიცი, ალბათ მაინც აპირებდა გადადგომას, მაგრამ არ უნდოდა გამყალბებლის იმიჯით წასულიყო“, – განაცხადა ზილფიმიანმა.
თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ ცნობილი დღეს, Facebook-ზე მის მიერვე გამოქვეყნებული განცხადებიდან გახდა, თუმცა ერთი კვირის წინ ამბობდა, რომ თანამდებობიდან წასვლას არ აპირებდა. თამარ ჟვანია გადადგომის გადაწყვეტილებას საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანით ხსნის.
„იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ წელზე მეტი შემეძლო გამეგრძელებინა ადმინისტრაციაში საქმიანობა, მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის“, – აცხადებს თამარ ჟვანია, რომელიც ცესკოს თითქმის 8 წელი ხელმძღვანელობდა.