weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თამარ ჟვანია გაყალბებული არჩევნების და ღრმა პოლიტიკური კრიზისის სიმბოლოა – სამნიძე

18:56 ოთხშაბათი, 30 ივნისი 2021

საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანიას დარჩენა პრობლემური იყო, რადგან ის გაყალბებული არჩევნების სიმბოლო გახდა.

„თამარ ჟვანია არის სიმბოლო 2020 წლის გაყალბებული, ძალიან მძიმედ ჩატარებული არჩევნების და ღრმა პოლიტიკური კრიზისის, რომელმაც მოიტანა ბოიკოტი და ექვსთვიანი მოლაპარაკებების პროცესი. მე ვფიქრობდი, რომ მას შეეძლო გადამდგარიყო მაშინ, როდესაც სერიოზული კრიზისი დადგა ქვეყანაში – გაყალბებული არჩევნების გამო პოლიტიკურმა პარტიებმა უარი თქვეს პარლამენტში მუშაობაზე. ათასობით საჩივარზე ითქვა უარი, მაგიდაზე იდო გაყალბების ფაქტები, რაც არასდროს არ აღიარა „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ თამარ ჟვანიამ ძალიან კარგად იცოდა, რა მძიმე შეცდომები, გადაცდომები, დანაშაული იქნა დაშვებული კომისიის წევრების მხრიდან, მაგრამ ის ამბობდა, რომ ეს მოხდა პანდემიის გამო, დაგაღლის გამო. ცოტა კომიკური იყო ეს განცხადებები. ის იყო ცესკოს თავმჯდომარე და ის გახდა გაყალბებული არჩევნების სიმბოლო. მან თქვა, რომ იყო უბრალოდ გადაცდომები, როდესაც ჩვენი მარიკელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ამ არჩევნებმა ლეგიტიმურობის ზღვარზე გაიარა. ამიტომ, მისი ამ პოსტზე დარჩენა იყო პრობლემური“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

სამნიძის თქმით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიღების შემდეგ, ჰქონდა მოლოდინი, რომ თამარ ჟვანია გადადგებოდა. ის ფიქრობს, რომ ჟვანიას ეს გადაწყვეტილება განაპირობა, როგორც საარჩევნო რეფორმამ, ისე ზეწოლამ, რომელის ქვეშაც „ქართული ოცნება“ და თავად ის იყო.

„როდესაც ჩვენ მივიღეთ ეს ფუნდამენტური ცვლილებები და ახალ კანონში ადმინისტრაციის არჩევის წესი შეიცვალა, ყველა კითხულობდა და ეს იყო ლეგიტიმური შეკითხვა – რა აზრი აქვს ადმინისტრაციის და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას, თუ ისევ თამარ ჟვანია ჩაატარებს თვითმმართველობის არჩევნებს“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ხათუნა სამნიძის თქმით, სერიოზული პლუსია, რომ თამარ ჟვანია არ ჩაატარებს არჩევნებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ცესკოს ახალი თავმჯდომარე კონსენსუსის საფუძველზე აირჩიოს.

თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ ცნობილი დღეს, Facebook-ზე მის მიერვე გამოქვეყნებული განცხადებიდან გახდა, თუმცა ერთი კვირის წინ ამბობდა, რომ თანამდებობიდან წასვლას არ აპირებდა. თამარ ჟვანიას თქმით, ხარვეზები, მაგრამ არჩევნები არ გაყალბებულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]