weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

ღირსების მარშის უკან დგას რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით – ღარიბაშვილი

12:14 ორშაბათი, 05 ივლისი 2021

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ღირსების მარშის უკან  დგას რადიკალური ოპოზიცია დგას და მისი მიზანი ქვეყანაში ქაოსის შემოტანაა.

„სამწუხაროდ, დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები, კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. აბსოლუტურად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, რომ ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს. რა თქმა უნდა, სწორედ მათი მიზანია დღეს, ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის და ქაოსის შემოტანა, რაც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდება, ჩვენ არ დავუშვებთ. როგორც ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზნშეუწონელია. მან ღონისძიების ორგანიზატორებს მოუწოდა, სხვა ლოკაცია შეარჩნიონ.

„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები დილიდან შეკრებილი არიან რუსთაველის გამზირზე. მათ ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, გადაადგილდებიან გინებით, ჰომოფობიური შეძახილებით და ძალადობისკენ მოწოდებებით.

 

ამ თემაზე:  

პრემიერ ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ „ღირსების მარის“ ჩატარება მიზანშეწონილი არ არის

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]