weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდის ყოფილი მერი გახარიას პარტიას შეუერთდა

17:14 პარასკევი, 09 ივლისი 2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გიორგი (გეგა) შენგელია, რომელიც თანამდებობიდან ორი თვის წინ გადადგა, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ შეუერთდა.

„მე მივიღე გადაწყვეტილება, შევუერთდე გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებულ, პოლიტიკურ პარტიას, რათა პროფესიონალების გუნდთან ერთად ვიშრომო უკეთესი, ძლიერი საქართველოსთვის“, – წერს Facebook-ზე შენგელია.

გიორგი შენგელია „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს. ის აღნიშნავს, რომ თანამდებობაზე ყოფნა მისი თვითმიზანი არასდროს ყოფილა.

„ჩემი მისწრაფება ყოველთვის იყო ზუგდიდელებთან ერთად მეშენებინა უკეთესი ზუგდიდი და როცა ამ საქმეში ვერ გრძნობ სათანადო მხარდაჭერას, რთულია მხოლოდ ადგილობრივი რესურსებით იმ პროგრესის შენარჩუნებაც კი, რომელიც გვქონდა ბოლო ორი წლის მანძილზე.

ამ პერიოდის მანძილზე ასევე მიუღებელი გახდა ჩემთვის მმართველი პარტიის ხელმძღვანელთა ქმედებები, რიტორიკა და პრიმიტიულ ტყუილებზე დაფუძნებული ბრალდებები ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, რომელმაც უკვე ორკესტრირებული ხასიათი მიიღო.

სწორედ ამიტომ, დღეს მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გიორგი გახარიასთან და იმ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, რომელიც გაერთიანდა საქართველოსთვის, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ ქვეყნის მისწრაფებების შესასრულებლად“, – აცხადებს გიორგი შენგელია.

გიორგი შენგელია ზუგდიდის მერის თანამდებობას 2019 წლის 19 მაისიდან იკავებდა, მიმდინარე წლის 17 მაისს კი გადადგა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]