weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აშშ ღრმად შეწუხებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებით – ბლინკენი

10:27 პარასკევი, 16 ივლისი 2021

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

„შეერთებული შტატები ღრმად შეწუხებულია 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებით. ამბიციური სასამართლო რეფორმა გადამწყვეტია საქართველოს წარმატებისთვის“, – დაწერა ბლინკენმა Twitter-ზე.

12 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა მოსამართლეების - გოჩა აბუსერიძის, გიორგი გოგიაშვილის, ლევან თევზაძის, რევაზ ნადარაიას, ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად არჩევას.

მანამდე, არსამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებდნენ, შეეჩერებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი მანამ, ვიდრე არ გატარდებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, რაც 19 აპრილის შეთანხმებით (ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტით) არის გათავლისწინებული. ამ მოტივით, მოსამართლეთა არჩევის პროცესში ჩართვაზე უარი თქვა საქართველოს სახალხო დამცველმა. ამ ფონზე, „ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ზედმიწევნით ასრულებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 6 ვაკანტურ თანამდებობაზე გამწესდნენ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის – კლანისადმი ლოიალური პირები და მათი ლიდერები.

„გადაწყვეტილება არ დაეფუძნა პარტიათა შორის ფართო კონსენსუსს, რაც მომავალში უარყოფითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობაზე. მმართველმა ძალამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, პარტნიორების მოწოდებები და ექსპერტული შეფასებები, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სასამართლოს დამოუკიდებლობას, გაამყარა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის, კლანის პოზიციები უზენაეს სასამართლოში და კიდევ უფრო დააშორა მართლმსაჯულების სისტემა გაჯანსაღების პერსპექტივას“, – ნათქვამია საია-ს შეფასებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]