weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

აშშ-ის მთავრობის განცხადებები არ არის ნაჩქარევი და სერიოზულად უნდა იქნეს განხილული – დეგნანი

15:57 პარასკევი, 16 ივლისი 2021

ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ძალიან იმედგაცრუებულია პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნით.  

„საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია შეთანხმდნენ, რომ მოსამართლეების დანიშვნა შეცერდებოიდა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე, რაც ჯერ არ განხორციელებულა და სწორედ ამიტომ ვართ იმედგაცრუებულები ამ მოსამართლეთა დანიშვნით.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, მათ შორის, სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებული განცხადებები არ არის გაკეთებული ნაჩქარევად. ეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ გამოგზავნილი შეშფოთების გამომხატველი გზავნილები, რომლებიც სერიოზულად უნდა იქნეს განხილული და არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი როგორც ნაჩარევად გაკეთებული განცხადებები“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

მოსამართლეთა დანიშვნას დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გამოეხმაურა მისი თქმით, შეერთებული შტატები ღრმად შეწუხებულია 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებით.

„ამბიციური სასამართლო რეფორმა გადამწყვეტია საქართველოს წარმატებისთვის“, – ამბობს ბლინკენი.

12 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა მოსამართლეების - გოჩა აბუსერიძის, გიორგი გოგიაშვილის, ლევან თევზაძის, რევაზ ნადარაიას, ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად არჩევას. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, აღნიშნული მოსამართლეები მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის – კლანისადმი ლოიალური პირები და მათი ლიდერები არიან.

„გადაწყვეტილება არ დაეფუძნა პარტიათა შორის ფართო კონსენსუსს, რაც მომავალში უარყოფითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობაზე. მმართველმა ძალამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, პარტნიორების მოწოდებები და ექსპერტული შეფასებები, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სასამართლოს დამოუკიდებლობას, გაამყარა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის, კლანის პოზიციები უზენაეს სასამართლოში და კიდევ უფრო დააშორა მართლმსაჯულების სისტემა გაჯანსაღების პერსპექტივას“, – ნათქვამია საია-ს შეფასებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]