weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩინოსანი, რომელმაც აშშ-ს დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდა, ქართველი არ არის – პაპუაშვილი

11:18 შაბათი, 17 ივლისი 2021

ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ჩინოსანში, რომელმაც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს 19 აპრილის შეთანხმების შესრულების შესახებ დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდა, ქართველი ჩინოსანი არ იგულისხმება.

„აქ ქართველი ჩინოსანი არ იგულისხმება. სხვა შემთხვევაში, ეს ჩვენი გუნდის წევრი იქნებოდა. ქართველი ჩინოსანი აქ არ იგულისხმება, თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში, თავს ვიკავებთ დაკონკრეტებისგან, ვინაიდან, ჩვენს პარტნიორებს ეხება ეს საკითხი, ეხება მათ იერარქიას და არ გვინდა, რაიმე რეპუტაციული ზიანი მივაყენოთ, ამიტომ არ ვკონკრეტდებით. განსხვავებით, გახსოვთ ჩვენი ოპონენტები, ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია, ნიკა მელია, როგორ უდიერად მოიხსენიებენ სხვადასხვა პარტნიორს. თავისთავად, ქართველებზე არ ვსაუბრობთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჩინოსანში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს გულისხმობენ თუ არა, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ პიროვნულად ვინმეზე საუბარი არ უნდა.

„უპირველს ყოვლისა, ქართველი ჩინოსანი, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება. რაც შეეხება, შიდა იერარქიებს, თუ როგორ ხდება ინფორმაციების მიწოდება, დამახინჯებით თუ მის გარეშე, არ გვინდა ამ კონკრეტიკაში შესვლა, ვინმეზე პიროვნულად საუბარი, თუმცა ჩვენი აღქმა ეს გახლავთ, რომ არის დამახინჯებით მიტანა ინფორმაციის და აქედან გამომდინარე, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი ქცევა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნმა, ენტონი ბლინკენმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას ეწინააღმდეგება. ამას გამოეხმაურნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომლებიც მარტ-აპრილში ოპოზიციასთან პოლიტიკურ მოლაპარაკებებში იყვნენ ჩართული. ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის დანიშვნის პროცესი პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა და მათთვის გასაკვირი და შემაშფოთებელია განცხადებები და შეფასებები, რომლებიც მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ვრცელდება.

„შემაშფოთებელია, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს“, – განაცხადეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]