weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

შარლ მიშელი ბათუმში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

11:11 ორშაბათი, 19 ივლისი 2021

ბათუმში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, განხილვის მთავარი თემა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის საკითხი და 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები იქნება.

„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არის იმ დოკუმენტის შესრულება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ ბატონი მიშელის თანამონაწილეობით და რომელსაც აქვს სწორედ ბატონი მიშელის სახელი. ამ დოკუმენტის შესრულებასთან დაკავშირებით დღეს არსებობს რიგი გამოწვევები. ხელისუფლებამ დაარღვია შეთანხმება, როდესაც უზენაეს სასამართლოში დანიშნა მოსამართლეები. ამიტომ ჩვენ გვექნება ძალიან საფუძვლიანი საუბარი იმაზე, თუ რა მექანიზმების ამუშავება შეუძლია დღეს ევროკავშირს“, – განაცხადა სამადაშვილმა მედიასთან.

„შეხვედრაზე საუბარი არ იქნება მხოლოდ დოკუმენტზე, რომელსაც ხელი მოეწერა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან; არ იქნება საუბარი მხოლოდ იმ პუნქტებზე, რომლის დარღვევასაც ცდილობს „ქართული ოცნება“. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ 5 და 6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანთან“, – აღნიშნა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.

შარლ მიშელი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად გუშინ ჩამოვიდა. დღეს ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]