weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მიკროფონს დავაბრუნებ მაშინ, როცა 3 ოქტომბერს ჩაიყრებიან იქ, სადაც მათი ადგილია – წულუკიანი

10:27 პარასკევი, 23 ივლისი 2021

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მთავარი არხის მიკროფონს მაშინ დააბრუნებს, როდესაც 3 ოქტომბერს, დილით, ესენი სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი. ამის შესახებ წულუკიანმა, მთავარი არხის მიკროფონით ხელში, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის თეატრის სცენაზე განაცხადა.

წულუკიანის თქმით, ჟურნალისტები დარბაზში შეიჭრნენ და თეატრის გახსნის საშუალებას არ აძლევდნენ.

„ამიტომ მე ავდექი და ეს მიკროფონი ჩამოვართვი მას. ჩამოვართვი და ამ ჩამორთმევამ გახსნა გზა სენაკის თეატრის გახსნისკენ“, – განაცხადა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ემა გოგოხიას შესახებ.

კულტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტებს თეატრის გახსნა არ აინტერესებთ და „აინტერესებთ სისხლი, რევოლუცია, ნგრევა და რევანში, რომელიც ვერ დადგება“.

„ეს [მიკროფონი] რომ ჩამოვართვი, მერე წავართვი და მივუშვირე და ვეუბნები: აბა, თქვი მეთქი: „ბიძინა ივანიშვილს გაუმარ...“ არაო, არ ვიზამო მე ამასო და მოდით, ახლა ჩვენ გავაკეთოთ ეს. ემა სად ხარ? ემა! ალბათ, ახლა გვარამიას ეკითხება, რა ვქნა, მიკროფონი დავკარგეო.

ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას გაუმარჯოს და მე ამ მიკროფონს დავაბრუნებ მაშინ (ტყუილად ჰყავთ იქ ვიღაცები გამოძახებული), როცა 3 ოქტომბერს, დილით, ესენი სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი და როდესაც დამარცხდება ის ძალა, რომელიც დღემდე ეჭიდავება საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას და მის მომავალს.

შეიძლება არ გიხაროდეს ვიღაც წულუკიანი და გძულდეს კიდეც, ეს აბსოლუტურად დასაშვებია, მაგრამ ადამიანს, რომელსაც გაქვს მეგრული გვარი, ხარ ქართველი და არ გიხარია დიდი ხორავას სახელობის თეატრის გახსნა, ვფიქრობ, რომ ის არ იმსახურებს ამის ხელში ჭერას. ასეა ეს ჩემთვის და არა სხვანაირად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კულტურის მინისტრმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონულ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი გუშინ წაართვა და მას დამამცირებლად მიმართა.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ემა გოგოხიამ მინისტრს კითხვა პარლამენტში, 18 ივლისს, „ქართული ოცნების“ წევრის შალვა პაპუაშვილის მიერ, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ტრიბუნიდან ოპოზიციონერი დეპუტატის თინა ბოკუჩავას გაყვანაზე დაუსვა, რამაც წულუკიანი გააღიზიანა და მას მიკროფონი წაართვა. გოგოხია ამბობს, რომ კითხვის დასმა და მიკროფონის დაბრუნება სცადა, თუმცა მინისტრი „ხუმრობაზე“ გადავიდა, რის შემდეგაც გადამღები ჯგუფი მისმა დაცვამ გარეთ გაიყვანა.

ჟურნალისტმა მომხდარის გამო პოლიცია გამოიძახა, თუმცა, როგორც ის ამბობს, სამართალდამცავებს რეაგირება არ მოუხდენიათ.

 

ამ თემაზე:

ეს არის ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, რაც დანაშაულია – „მთავარი არხის“ იურისტი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]