weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თამარ კორძაია საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს

16:59 ხუთშაბათი, 29 ივლისი 2021

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია მანდატზე უარს არ ამბობს, თუმცა, საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ მან „მთავარ არხთან“ განაცხადა.

„მე პერსონალურად ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ გადავიდე ბოიკოტის რეჟიმში. პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე განცხადებას დღეს წარვადგენ. ყველა პოლიტიკური პარტია იღებს საკუთარ გადაწყვეტილებას. მე არცერთ პარტიაში არ ვარ და მივიღე პერსონალირი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ვხედავ, პარლამენტში საქმიანობა და „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა შეუძლებელია, რადგან მან გვითხრა არ ვთანაშრომლობო. აქედან გამომდინარე, ვიღებ გადაწყვეტილებას ბოიკოტის შესახებ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

კორძაია პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ პარტიული სიით გახდა. მან პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მაისის ბოლოს მიიღო, როდესაც 19 აპრილის შეთანხმებას (ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი) მოაწერა ხელი. ამის შემდეგ მან „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა და პარლამენტში საქმიანობას უფრაქციოდ განაგრძობდა.

გუშინ, „ქართულმა ოცნებამ“ გაუქმებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი შეთანხმების დოკუმენტი, რადგან, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ამ დოკუმენტმა „თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“.

„ქართული ოცნების“ ამ ნაბიჯის საპასუხოდ პარლამენტის მანდატის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ, თუმცა პარლამენტშიდარჩებიან მისი თანაგუნდელები, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]