weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პირველი, რაც რუსეთმა უნდა გააკეთოს, საქართველოდან თავისი ძალების გაყვანაა – ელჩი

18:40 პარასკევი, 06 აგვისტო 2021

საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გამოეხმაურა. კელი დეგნანის თქმით, იმისთვის, რომ რუსეთის ეს განცხადება სერიოზულად იქნეს აღქმული, საჭიროა, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიიდან თავისი ძალების გაიყვანოს.

„ვფიქრობ, ქართველებს რუსეთისგან მსგავსი გზავნილი ადრეც მოუსმენიათ. პირველი, რაც რუსეთმა უნდა გააკეთოს, არის საქართველოს ტერიტორიიდან თავისი ძალების გაყვანა. ეს იქნება იმის ნამდვილი ნიშანი, რომ რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი და უბრალოდ დეზინფორმაციას არ ეწევა.

ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ რუსეთს გაჰყავს თავისი ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აუქმებს ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარებას და დაუყოვნებლივ ხსნის წვდომას ჰუმანიტარული დერეფნებზე. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები არის დიალოგის მექანიზმი და თუ რუსეთი გამოიყენებს ამ მექანიზმს უფრო ეფექტიანად და კეთილსინდისიერად, შესაძლოა, დავინახოთ მეტი პროგრესი ამ კონფლიქტების დარეგულირებაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

2008 წლის აგვისტოს ომის მე-13 წლისთავზე, გუშინ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მღალჩინოსანმა ალექსანდრ ბიკანტოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, თბილისთან ორმხრვი ურთიერთობები აღადგინოს იმ ხარისხით, რა ხარისხითაც მზად არის ქართული მხარე. მისივე თქმით, რუსეთში არასოდეს დაუსვამთ ტოლობის ნიშანი სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსა და საქართველოს ხალხს შორის.

ბიკანტოვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც უპასუხა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მომავალი გადის საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში პატივისცემაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]