weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან ომია – პრეზიდენტი

23:15 ხუთშაბათი, 12 აგვისტო 2021

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ დიდგორი დღესაც მოსაგებია.

„დღევანდელი ჩვენი დიდგორის ბრძოლა მოსაგებია. დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან ომია, რომელიც ემუქრება ჩვენს მოსახლეობას და მაშასადამე, სახელმწიფოს, და რომელმაც ჩვენი 6278 მოქალაქე უკვე იმსხვერპლა! ნუთუ ეს, ამ მცირერიცხოვანი ერისათვის, არ უდრის ბრძოლის ველზე დიდ დანაკარგს? დიდგორი დღესაც ჩვენი მოსაგებია, თუნდაც ეს არ იყოს საომარ ველზე! ჩვენ ნამდვილ ბრძოლაში ვიმყოფებით და ამ ბრძოლაშიც, როგორც 900 წლის წინ, უნდა ვიყოთ წინდახედულნი, გამბედავნი და ერთად შეკრულნი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ „ეს საკითხიც ნიშნის მოგების, პოლიტიზირების და ერის დაპირისპირების საგანი გახდა“.

„სრულიად მიუღებელია, რომ გარედან, კომფორტში მყოფი ზოგი, ვითომც პოლიტიკოსი ბედავს და ცილს წამებს, შეურაცხყოფას აყენებს იმ მედიცინის სამყაროს თავდადებულ პიროვნებებს, რომლებმაც, გარდა იმისა, რომ საქართველოს მედიცინა საზღვარგარეთ ასახელეს, უკვე წელიწადნახევარზე მეტია მუხლჩაუხრელად ემსახურებიან ხალხს და მათი სიცოცხლის გადარჩენას. დღეს ესენი არიან ჩვენი დიდგორისეული გმირები და დიდად პატივსაცემი, თავდადებული პროფესიონალები. მათ უნდა ვუთხრათ მადლობა!“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

გამოცემა The New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის მიხედვით, 12 აგვისტოს საქართველო მსოფლოში პირველ ადგილზე იყო 100 ათას სულ მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით. ჩვენს ქვეყანაში ბოლო კვირაში, დღეში „კოვიდ 19“-ის საშუალოდ 4042 ახალი შემთხვევა დასტურდება, რაც 100 ათას სულ მოსახლეზე 109 შემთხვევას უდრის. მაღალია სიკვდილობის მაჩვენებელიც – დღეში საშუალოდ 40 ადამიანი იღუპება.

 

ამ თემაზე:

კოვიდის 5128 ახალი შემთხვევიდან 2236 თბილისშია, 811 – აჭარაში, 537 – იმერეთში, 398 კი კახეთში

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]