ჯონდო მდივნიშვილი 2017 წლიდან ლაგოდეხის მერია და ამ თანამდებობაზე „ქართული ოცნებიდან“ მეორედ იყრის კენჭს.
„მე, ჩემს გუნდთან ერთად, ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ამომრჩევლების მხარდაჭერის შემთხვევაში, მზად ვარ, ავიღო პასუხისმგებლობა და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, კიდევ ერთად, ჩვენ ყველამ ვიზრუნოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის; იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტი იყოს საუკეთესო ადგილი ცხოვრებისა და დასვენებისთვის. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ მერობა ან რომელიმე თანამდებობა ჩემთვის არასოდეს ყოფილა თვითმიზანი. რეალურად, ეს არის შესაძლებლობა ემსახურო საკუთარ მუნიციპალიტეტს და საყვარელ ხალხს“, – განაცხადა მდივნიშვილმა.
ჯონდო მდივნიშვილი არა მხოლოდ ლაგოდეხში, არამედ მთელ ქვეყანაში პოპულარული 2020 წლის თებერვალში, მერის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოთი გახდა. ფოტოზე, რომელიც ერთ-ერთი ქუჩაზე ასფალტის დაგებას ასახავდა, ჯონდო მდივნიშვილი ფოტოშოპით იყო ჩასმული. ლაგოდეხის მერიაში ეს ფაქტი ტექნიკური ხარვეზით ახსნეს.
ჯონდო მდივნიშვილი მერის თანამდებობის დაკავებამდე, 2013-2017 წლებში „ლიბერთი ბანკის“ კახეთის რეგიონული ფილიალის მმართველი იყო, 2008-2013 წლებში კი ამავე ბანკში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ჯონდო მდივნიშვილს საკუთრებაში უძრავი ქონება არ აქვს. 2020 წლის განმავლობაში, მერის თანამდებობაზე მუშაობისთვის ხელფასის სახით ჯამში 24 931 ლარი აიღო (რაც თვეში 2077 ლარია).