weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„კრეატიული კაცი“ – ღარიბაშვილმა ლაგოდეხის მერობის კანდიდატი ჯონდო მდივნიშვილი წარადგინა

16:42 პარასკევი, 13 აგვისტო 2021

„მინდა ჯონდოზე გითხრათ რამდენიმე სიტყვა: კაცი, რომელიც არის ენერგიული, მოტივირებული, საქმეზე ორიენტირებული და საქმის კაცი, კრეატიული კაცი, სხვათა შორის. თავისი ნიჭირებით ყოველთვის ძალიან ბევრს აკეთებს“, – ასე დაახასიათა ქართული ოცნების პოლიტიკურმა მდივანმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ჯონდო მდივნიშვილი.

ჯონდო მდივნიშვილი 2017 წლიდან ლაგოდეხის მერია და ამ თანამდებობაზე „ქართული ოცნებიდან“ მეორედ იყრის კენჭს.

„მე, ჩემს გუნდთან ერთად, ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ამომრჩევლების მხარდაჭერის შემთხვევაში, მზად ვარ, ავიღო პასუხისმგებლობა და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, კიდევ ერთად, ჩვენ ყველამ ვიზრუნოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის; იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტი იყოს საუკეთესო ადგილი ცხოვრებისა და დასვენებისთვის. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ მერობა ან რომელიმე თანამდებობა ჩემთვის არასოდეს ყოფილა თვითმიზანი. რეალურად, ეს არის შესაძლებლობა ემსახურო საკუთარ მუნიციპალიტეტს და საყვარელ ხალხს“, – განაცხადა მდივნიშვილმა.

ჯონდო მდივნიშვილი არა მხოლოდ ლაგოდეხში, არამედ მთელ ქვეყანაში პოპულარული 2020 წლის თებერვალში, მერის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოთი გახდა. ფოტოზე, რომელიც ერთ-ერთი ქუჩაზე ასფალტის დაგებას ასახავდა, ჯონდო მდივნიშვილი ფოტოშოპით იყო ჩასმული. ლაგოდეხის მერიაში ეს ფაქტი ტექნიკური ხარვეზით ახსნეს.

ჯონდო მდივნიშვილი მერის თანამდებობის დაკავებამდე, 2013-2017 წლებში „ლიბერთი ბანკის“ კახეთის რეგიონული ფილიალის მმართველი იყო, 2008-2013 წლებში კი ამავე ბანკში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ჯონდო მდივნიშვილს საკუთრებაში უძრავი ქონება არ აქვს. 2020 წლის განმავლობაში, მერის თანამდებობაზე მუშაობისთვის ხელფასის სახით ჯამში 24 931 ლარი აიღო (რაც თვეში 2077 ლარია).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]