weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პასუხისმგებლიან ხელისუფლებას წინასაარჩევნო კამპანია დავიწყებული უნდა ჰქონდეს – უდუმაშვილი

17:35 პარასკევი, 13 აგვისტო 2021

ჩვენ რომ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება გვყავდეს, დღეს დავიწყებული უნდა ჰქონდეს წინასაარჩევნო კამპანია. მისი მთავარი ამოცანა ის კი არ არის სკამი შეინარჩუნოს ორი თვის მერე არჩევნებში, მისი მთავარი ამოცანა დღეს უნდა იყოს ის, რომ საქართველოს მოსახლეობა გადაარჩინოს იმ მძიმე მტრისგან, რომელსაც კოვიდპანდემია ჰქვია“, – განაცხადა ერტიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის თქმით, დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე პასუხიმგებელი პირველ რიგში პრემიერ-მინისტრია.

„პრემიერ-მინისტრი პირდაპირ არის დამნაშავე იმაში, რომ ის რეგულაციები რომლებიც ზაფხულში გააუქმა... ამ რეგულაციების გაუქმებამ მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომელშიც დღეს ყველა აღმოვჩნდით. კიდევ ერთი – რომ დადიან, ატარებენ ამ შეხვედრებს, წულუკიანი ვერ გაჩერდა კონცერტს კონცერტზე მართავდა ყოველ დღე და აქეთ გვმოძღვავენ ჩვენ, რომ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია. მე მოსახლეობას მინდა ვუთხრა, ნუ გექნებათ ხელისუფლების იმედი, რომ რამით დაგიცავთ პანდემიისგან. საკუთარი თავი უნდა დავიცვათ ჩვენ – უნდა მივიდეთ და ავიცრათ, დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავიკეთოთ პირბადეები. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა“, – განაცხადა უდუმაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ანტივაქსერია და „მხოლოდ მას შემდეგ აიცრა, რაც საჯარო გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურმე აცრილი არ ყოფილა“.

„რა მოლოდინი უნდა გვქონდეს პრემიერ-მინისტრისგან, რომელიც მალავდა, რომ აცრილი არ იყო, რომ ის შესაბამის პროპაგანდას წარმართავს ქვეყანაში.

დღეს, რასაც ოპოზიციური არხები აკეთებთ, ამაში ჩართული უნდა იყვნენ მთელი სახელმწიფო სტრუქტურები, მთელი სახელმწიფო მანქანები იმ პროპაგანდაში, რასაც ჰქვია აცრა და ვაქცინაცია, იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ უხილავ მტერს ვებრძვით, მტერთან ბრძოლის დროს ნებისმიერი სახელმწიფო იყენებს პროპაგანდას.

ეს მანქანა უნდა იყოს დაქოქილი და თითოეულ მოსახლემდე მიდიოდეს ვაქცინაციის მნიშვნელობა“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 5359 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 42 ადამიანი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 50 192 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6635 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 1327 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 326 ადამიანი.

 

ამ თემაზე:

საქართველოში 5-ჯერ უფრო მძიმე სიტუაციაა, ვიდრე ინდოეთში იყო – იმნაძე

რა ახალი შეზღუდვები იმოქმედებს 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]