weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კუჭავა: ოზურგეთი ლიდერების სამჭედლოა, თალაკვაძე თანამედროვეობის ლიდერი პოლიტიკოსია

23:25 ხუთშაბათი, 19 აგვისტო 2021

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა დღეს ოზურგეთში იმყოფებოდა, სადაც „ქართული ოცნებიდან“ მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ავთანდილ თალაკვაძე წარადგინა. სიტყვით გამოსვლის დროს კუჭავამ განაცხადა, რომ ოზურგეთი ლიდერების სამჭედლოა, რის მაგალითადაც მან ნოე ჟორდანია, ანზორ ერქომაიშვილი და ავთანდილ თალაკვაძის ძმა, დეპუტატი არჩილ თალაკვაძე დაასახელა.

„როდესაც ვსაუბრობთ ამა თუ იმ კუთხეზე, ყველას რაღაცის ასოციაცია გვაქვს. მე ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი კიდეც, ოზურგეთი არის ქალაქი, რომელსაც მე ვეძახი ლიდერების სამჭედლოს. არაერთი ცნობილი ქართველი ლიდერი, მოღვაწე, პოლიტიკოსი თუ სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენელი გამოზარდა ამ კუთხემ. რად ღირს მხოლოდ ნოე ჟორდანიას ხსენება – უმნიშვნელოვანეს დროს როლი, რომელიც მან შეასრულა დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ძალიან ბევრი სხვა წარმომადგენელიც. ცოტა ხნის წინ ჩვენ ვესწრებოდით ფოლკლორის სახლის გახსნას, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის სახელს ატარებს.

ჩამონათვალი ძალიან დიდია, თუმცა არ შემიძლია, აქვე არ ვახსენო ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, ჩემი თანაგუნდელი, ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ მის უსაზღვრო შრომისმოყვარეობას.

როდესაც ვსაუბრობ ლიდერებზე, ნამდვილად ვახსენებ მას ყოველთვის, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთ ლიდერ პოლიტიკოსს. ეს არის ჩემი მეგობარი არჩილ თალაკვაძე, რომელიც თქვენი ღირსეული შვილია.

ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული მაჟორიტარი იყო ყოველთვის, რომელიც ყოველთვის, ზრუნავდა ოზურგეთზე, ხალხზე, სადაც ის გაიზარდა და ჩამოყალიბდა ნამდვილად ლიდერად“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

არჩილ თალაკვაძე მეცხრე მოწვევის პარლამენტში ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, იმავე დროს ის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას იკავებდა. 2019 წლის ივნისიდან 2021 წლის აპრილამდე ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო, დღეს კი თავმჯდომარის მოადგილეა. „ქართულმა ოცნებამ“ მისი ძმა, ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად წარადგინა. ავთანდილ თალაკვაძე 2015 წლიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი იყო. მან თანამდებობა გასული წლის ნოემბერში დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]