weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

საკუთარი თავისთვის, ღვთის გულისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის ყველა უნდა ავიცრათ – უგულავა

18:31 შაბათი, 21 აგვისტო 2021

გიგი უგულავამ, რომელიც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ფოთის მერობის კანდიდატად წარადგინა, მხარდამჭერების წინაშე გამოსვლა ვაქცინაციისკენ მოწოდებით დაიწყო. როგორც მან განაცხადა, აცრას ალტერნატივა არ აქვს.

„მეგობრებო, საკუთარი თავისთვის, ღვთის გულისთვის, შენი და ჩვენი მეგობრებისთვის, ყველანი უნდა ავიცრათ. არჩევნებს აქ არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ არ გვაქვს და ვერ გვექნება იმ ხელისუფლების იმედი, რომელიც არა კოვიდთან ბრძოლით, არამედ კოვიდ-პიარით არის დაკავებული. ეს ხელისუფლება მზად არის პიარს ამსხვერპლოს უკვე ათასობით ადამიანი. ეს ყველაფერი არის შედეგი მატრაბაზობის, კორუფციის, ნეპოტიზმის და რაც მთავარია, სრულიად უხამსი პიარის. ჩვენ უკვე წელიწადნახევარია ვხედავთ მხოლოდ პოლიტიკური ქულების შეგროვების უნიჭო მცდელობას ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე. ამიტომ ნუ გვექნება ამ ხალხის იმედი. გვქონდეს საკუთარი თავის და ჩვენი გარემოცვის, თქვენი მეგობრების იმედი. გაუფრთხილდით მათ და გაუფრთხილდით ყველას. ამიტომ, აცრას ალტერანტივა აქ აქვს. ისევ ვიმეორებ, ამას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. ამას ადამიანობასთან აქვს კავშირი. ღვთის გულისთვის, ყველამ გავითვალისწინოთ ეს“, – განაცხადა უგულავამ.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4901 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 74 ადამიანი კი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში 61 236 კოვიდინფიცირებულია, რომელთაგან 7273 საავადმყოფოში მკურნალობს. რაც შეეხება ვაქცინაციის მაჩვენებელს, მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 9.7%-ია სრულად, ორივე დოზით აცრილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]