weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

რეფერენდუმის ყველანაირი გადადების კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ – სააკაშვილი

20:09 ოთხშაბათი, 25 აგვისტო 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადება კი არა, დაჩქარებაა საჭირო.

„საერთოდ, არც უნდა განვიხილოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის სადმე გადადება! გადადება კი არა, დაჩქარებაა საჭირო და პირიქით, აქეთ გადმოდება – ჩვენ გვჭირდება ახლა მობილიზაცია, მოქმედება და გამარჯვება ჩვენი იქნება ყველა შემთხვევაში, ოღონდ, რა თქმა უნდა, მთელი ძალების მობილიზაციის პირობებში.

ამ პროცესში ვარ ჩართული ბოლომდე და მე, მიხეილ სააკაშვილი, კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ამ რეფერენდუმის ყველანაირი გადადების“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პოლიტიკოსებსა და ეპიდემიოლოგებს მოუწოდა, 2 ოქტომბერს დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადების საკითხზე იმსჯელონ. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საარჩევნო პროცესები კიდევ უფრო გაართულებს ისედაც მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას.

„საგანგებო მდგომარება არის არჩევნების გადადების ერთადერთი საფუძველი. თავის მხრივ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა.

ასევე, მივმართავ ჯანდაცვის სექტორის წარმომადგნლებსაც, ეპიდემიოლოგებსაც, გააკეთონ თავიანთი პროგნოზები და გვითხრან, ინფიცირებულების რამდენად ზრდას ელოდებიან არჩევნების შემდეგ და არის თუ არა ამისთვის მზად ჯანდაცვის სექტორი; ხომ არ გამოიწვევს ეს უფრო მეტი ადამიანის დაღუპვას? თუ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ უფრო მეტი მოქალაქის გარდაცვალება, რატომ არ ვდგავთ დღეს ამ ნაბიჯს? მე ვფიქრობ, რომ ადამიანის სიცოცხლე არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველა პოლიტიკოსის უპირველესი ვალდებულებაა, ფიქრობდეს ამაზე. ამიტომ პოლიტიკოსებსაც მოვუწოდებ, დაიწყონ ამ საკითხზე მსჯელობა და შეაფასონ რისკები, რაც შეიძლება თან ახლდეს არჩევნების ჩატარებას. ვფიქრობ, არჩევნების გადადება იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ, რეალურად, ხელისუფლება არა წინასაარჩევნო პერიოდზე და პოლიტიკაზე კონცენტრირდეს, არამედ კონცენტრირდეს კოვიდის მართვაზე“, – განაცხადა ლომჯარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების გადადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაცია და გეგმაა, რისთვისაც პარტია სახალხო დამცველის ინსტიტუტს იყენებს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]