weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

EU-ის დახმარებაზე უარი ევრო-ატლანტიკური კურსიდან გადახვევის დეკლარირებაა – არასამთავრობოები

18:46 სამშაბათი, 31 აგვისტო 2021
ფოტოზე - TI-ის აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ფოტოზე - TI-ის აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი შეშფოთებას გამოთქვამს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით და ევროკავშირის მაკროფინანსურ დახამარებაზე უარს საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსიდან გადახვევის ღია დეკლარირებად აფასებს.

ღარიბაშვილმა დღეს თქვა, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, „თავი შეიკავოს“ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების - 75 მილიონი ევროს მიღებისგან. როგორც მან განაცხადა, ასეთი გადაწყვეტილების მთავარი მოტივი საგარეო ვალის შემცირებაა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, აღნიშნული 75 მილიონი ევრო ევროკავშირის მიერ პანდემიის პირობებში სახელმწიფო ფინანსების მართვის გაძლიერების, მმართველობის გაუმჯობესების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ბიზნესგარემოს მხარდაჭერის და მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების მიზნით დახმარების სახით გამოყოფილი 150 მილიონი ევროს მეორე ნახევარია, რომლის გადმორიცხვაც 2021 წლის ბოლოს უნდა მომხდარიყო.

„თუმცა ამისთვის საჭიროა საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების ერთგული დარჩეს და უზრუნველყოს 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელება, ეს კი თავის მხრივ წარმოადგენს საქართველოს ევროინტეგრაციის წინაპირობას. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების პირველი ნახევარი საქართველომ 2020 წლის ნოემბერში უკვე მიიღო.

რეფორმების გატარების გარეშე დახმარების დაკარგვის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრი 23 აგვისტოს, კიევში გამართული არაფორმალური შეხვედრის დროს გააფრთხილა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, „დროა, საქართველომ აჩვენოს თავისი ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმებთან დაკავშირებით“.

„ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შემდეგ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება პირდაპირ მიუთითებს, რომ მმართველი პარტია კიდევ ერთხელ ამბობს უარს ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე და მათ შორის, სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე, რითაც მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს, მის საერთაშორისო რეპუტაციას და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) და დემოკრატ მესხთა კავშირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]