weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

სირცხვილი მოსვენებას არ მაძლევს, რომ მეც „ოცნება“ მერქვა – უსუფაშვილი

11:37 ოთხშაბათი, 01 სექტემბერი 2021

პარტია ლელოს წევრისა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მოსვენებას არ აძლევს სირცხვილი, რომ ერთ დროს ისიც ქართული ოცნების კოალიციის წევრი იყო.

როგორც უსუფაშვილი ამბობს, ხელისუფლების შეცვლა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ, რადგან რაც დრო გადის, მით უფრო სამარცხვინო ხდება უკან მოხედვა.

„მე ვარ ერთერთი იმ ადამიანთა შორის, რომელსაც ეს სირცხვილი მოსვენებას არ მაძლევს, რომ მეც „ოცნება“ მერქვა. მეც თანამონაწილე ვიყავი იმ რაღაც პროცესის, რომლის დასაწყისი იყო სრულიად სხვა, მიზნები იყო სრულიად სხვა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

უსუფაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა „თავგზააბნეულობაზე“ მიუთითებს, რადგან მათ საკუთარი პოლიტიკური გადარჩენის გარდა აღარაფერი აინტერესებთ.

„ევროკავშირი აგრძელებს ქართველ ხალხზე ზრუნვას და უკვე დიდი ხანია დარწმუნებულია „ოცნების“ დღევანდელი ვერსიის არსში და არ აპირებს აყვეს მას, საქართველოს დასჯას არ აპირებს, მაგრამ ეს ხელისუფლება, რომ დასასჯელიცაა და სათანადო ადგილზე გასაშვებიც, ამაში უკვე აღარავის ეპარება ეჭვი. პოლიტიკური მანევრი აღარ ჰქვია ამას, პოლიტიკური თვალთმაქცობაც აღარ ჰქვია, ძალიან ბევრი რამ აღარ ჰქვია, ეს არის თავგზააბნეული, ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ხელისუფლების დავიწროებული თვალსაწიერი და საკუ­თარ პოლიტიკურ გადარჩენას უკავშირებენ ხელისუფლებაში დარჩენას და ამის მიღმა არაფერი აღარ აღელვებთ. არ აღელვებთ ის, თუ რანაირად წარმოჩნდება ქვეყანა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

„რესპუბლიკურმა პარტიამ“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი იყო, „ქართული ოცნების“ კოალიციაში 2011-2016 წლებში შედიოდა. უსუფაშვილი 2012-2016 წლებში პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]