weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რომ იტყვიან, რომი ერთ დღეში არ აშენებულა – პრემიერი სასამართლო რეფორმაზე

12:50 ოთხშაბათი, 01 სექტემბერი 2021

„მინდა ყველას შევახსენო, მათ შორის, ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს გამოდიან აღნიშნული განცხადებებით, ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს, „ქართულმა ოცნებამ“ როგორი სასამართლო ჩაიბარა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარების მიღების ერთ-ერთი მთავარი პირობის სასამართლო რეფორმის შესახებ საუბრისას.

ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილი სასამართლო რეფორმაზე იყო მიბმული, თუმცა თქვა, რომ 2012 წლის შემდეგ, ამ მიმართულებით არაერთი რეალური და ხელშესახები რეფორმა განხორციელდა.

„4 ტალღა სასამართლო რეფორმის, რამაც რეალურად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახდა, მთლიანად გახსნა ეს სისტემა. მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრი სახელმწიფოების სასამართლო სისტემას. ეს დასტურდება ყველა კვლევით, მათ შორის, ევროკავშირის გამოკითხვებით და ძალიან მაღალრეიტინგიული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა, ის ერთგული რჩება იმ რეფორმებისა, „რომელიც დაიწყეს და აუცილებლად ბოლომდე მიიყვანენ“.

„გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის განცხადებაც და ნორმალური პროცესია. არსებობს გარკვეული შეუთანხმებელი პოზიციები.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასამართლოში ძირიეული რეფორმები განვახორციელეთ და ეს პროცესი არ დასრულებულა, გრძელდება. რომ იტყვიან, ერთ დღეში არ აშენებულა რომი. ამას სჭირდება დრო. 8 წელში ძალიან დიდი პროგრესს მივაღწიეთ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

გუშინ ცნობილი გახდა მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, თავი შეიკავოს ევროკავშირის 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების მირებისგან, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლითა და საგარეო ვალის შემცირების მოტივით ხსნის.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, აღნიშნული თანხა 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო აღებულ ვალდებულებებს შეასრულებდა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯულიენ კრამპმა განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. ისიც ამბობს, ფინანსური დახმარების მისაღებად საჭირო პირობები, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით, არ შესრულდა. „თქვენ არ შეგიძლიათ, უარი თქვათ იმაზე, რისი უფლებაც არ გქონდათ. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]