weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ახალ გზებს აქტიურად არ ვაშუქებდით, რადგან მოსახლეობის შეწუხება არ გვინდოდა – ღარიბაშვილი

14:26 ხუთშაბათი, 02 სექტემბერი 2021

ჭიათურაში, მერობის კანდიდატის წარგენისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჩვეულებისამებრ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე ისაუბრა. მისი თქმით, 2012 წლამდე ერთ გზას სხვადასხვა რაკურსით იღებდნენ, თითქოს ახალი გზა იყო, ახლა კი აბსოლუტურად სხვა ვითარებაა - 10 000 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია მოხდა, თუმცა ამის თაობაზე მთავრობა მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას არ აწარმოებდა, რადგან მისი ზედმეტად შეწუხება არ სურდა.

„ბოლო რვა წლის განმავლობაში 10 000 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია-აღდგენა მოხდა, 10 000 კილომეტრი გზის. მაშინ, როცა, გახსოვთ ალბათ, სააკაშვილი დადიოდა და ერთ გზას რამდენიმე რაკურსით, რამდენიმე მონაკვეთიდან აშუქებდნენ და იღებდნენ, თითქოს ეს იყო ახალი გზა. ასეთ სიცრუესა და პროპაგანდაში, ასეთ სიბნელეში ვცხოვრობდით 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე.

დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. გავიყვანეთ და დავაგეთ გზები იქ, სადაც მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, გზები არ აღდგენილა. ჩვენ ამას იმიტომ კი არ ვამბობთ, რომ გვნიდა, ვინმეს დავაყვედროთ.

 ერთ-ერთი მთავარი ხელწერა, რატომაც შეიძლება ამის აქტიურად გაშუქებას და კომუნიკაციას არ ვახდენდით, ის იყო, რომ მოსახლეობის ზედმეტად შეწუხება არ გვინდოდა.

ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, თუმცა, მეორე მხრივ, ვალდებულებაა ის, რომ შენს მოსახლეობას ანგარიში ჩააბარო. ამიტომ აუცილებელია ამ ყველაფრის ჩვენებაც, ანგარიშის ჩაბარება და მოსახლეობისთვის ამ ყველაფრის მიტანა, რასაც აქტიურად დავიწყებთ ოქტომბრის თვიდან და ყველას ვაჩვენებთ რას ვაკეთებთ, რა გავაკეთეთ და რის გაკეთებას ვაპირებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, თავის დროზე, ყველა შეცდომაში იყო შეყვანილი, რომ სააკაშვილის მმართველობა ქვეყანას წინსვლას, განვითარებასა და მშვიდობას მოუტანდა, თუმცა მან „კატასტროფული შედეგებით“ და „უამრავი ტრაგედიით“ დაასრულა.

 

ამ თემაზე:

გახარიას თქმით, გადადგომის შემდეგ აღმოაჩინა, რომ რეგიონებში დანგრეული გზებია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]