weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩემმა დანიშნულმა გუბერნატორმა ჩემი მხარდამჭერის დედა და დეიდა გაათავისუფლა – გახარია

23:53 შაბათი, 04 სექტემბერი 2021

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მისი მხარდამჭერის დედა და დეიდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და საბავშვო ბაღების გაერთიანებიდან მის მიერ შერჩეულმა და დანიშნულმა გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა გაათავისუფლა.

საუბარია პარტია „საქართველოსთვის“ სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორის ლევან თათოშვილის დედასა და დეიდაზე.

„ახალციხეში, ერთ-ერთი ჩვენი მხარდამჭერი, ახალგაზრდა ადამიანი, თავისი კუთხის ღირსეული შვილი როგორც კი ჩერთო პარტიულ საქმიანობაში, ჩემმა დანიშნულმა გუბერნატორმა დაიბარა მისი დედა და დეიდა, რომლებიც მუშაობდნენ მერიაში, თან წლები, 10-50 წელი (თან ამათ არც იცოცნენ თავისი შვილის აქტივობის შესახებ) და დაითხოვა სამსახურიდან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ კარგი გუბერნატორი არ დაუნიშნია, გახარიამ თქვა, რომ ბევრი საკადრო შეცდომა აქვს დაშვებული.

ლევან თათოშვილის დედა – მარინე აბულაძე ახალციხის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში იურისტად მუშაობდა, დეიდა – თამარ აბულაძე კი ახალციხის საკრებულოს აპარატის უფროსი იყო. ლევან თათოშვილის თქმით, სამსახურიდან გათავისუფლებამდე, 24 აგვისტოს, დედაც და დეიდაც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა დაიბარა და განცხადებების დაწერა მოსთხოვა. ეს ინფორმაცია მარინა აბულაძემაც დაადასტურა.

მას შემდეგ, რაც აბულაძეებმა განცხადებები არ დაწერეს, 25 აგვისტოს სამსახურიდან გაათავისუფლეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა მარინე მერაბიშვილმა მარინე აბულაძის გათავისუფლებაზე განმარტება არ გააკეთა. რატომ გაათავისუფლეს თამარ აბულაძე საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობიდან, არ განმარტეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც. მედიას დაემალა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილიც.

 

ამ თემაზე:

გახარიას პარტიასთან კავშირის გამო ადამიანების შესაძლო დევნაზე სახალხო დამცველი საუბრობს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]