weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

წყალტუბოში გვექნება 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები, „მერიოტი“, „სტარვუდი“ – ქარსელაძე

13:57 შაბათი, 04 სექტემბერი 2021

„ეს არის უმშვენიერესი, ულამაზესი, ბუნებრივად დაჯილდოებული ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტი. დიახ, ადგილი, სადაც ქუთაისლებსაც კი... 15 წუთია, ხომ? მაგრამ წყალტუბოში ამოსვლა სხვანაირი განტვირთვის, სხვანაირი მოფერების, სხვანაირი ჩახუტების შესაძლებლობა იყო და ეს უნდა დავაბრუნოთ“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ წყალტუბოს პოტენციალზე საუბრისას.

ირაკლი ქარსელაძემ „ქართული ოცნებიდან“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის წარგენაში მიიღო მონაწილეობა და კურორტის განვითარების გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს პოტენციალი ადრევე დაინახა.

„ამის საწინდარია [განვითარების - რედ] ის ერთმილიონიანი კონკურსი, რომელშიც იტალიურ-ქართულმა კონსორციუმმა გაიმარჯვა და აგვისტოში, სექტემბრის დასაწყისი, თუ სწორად მახსოვს, ჩატარდა საჯარო განხილვა, რომელმაც ბრწყინვალედ ჩაიარა. ეს პრეზენტაცია წყალტუბოს წარმოაჩენდა როგორც კურორტს და აუცილებლად, როგორც ქალაქს. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ეს ორი, თანმხვერი ჰარმონიული ელემენტი, რასაც წყალტუბო აერთიანებს, რაც მას ხდის ნამდვილად გამორჩეულ მდებარეობად“, – განაცხადა ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, გენგეგმის კონცეფცია წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების და ამავდროულად, ამ მემკვიდრეობის და ქალაქის განვითარების ყველაზე ეფექტური გადაწყვეტის შესაძლებლობას.

„ნამდვილად გვექნება 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები. აქ იქნება „მერიოტები“, „სტარვუდი“.

აქ იქნება ყველა ის დიდი ბრენდი, რომელიც ქმნის ასეთი ბრწყინვალე მდებარეობების... და ამის ბრწყინვალე მაგალითებია ის ცნობილი კურორტები შვეიცარიაში, იტალიაში, გერმანიაში და ა.შ. აქ კიდევ უფრო მეტი პოტენციალია და ამას მე არ ვამბობ. ამას ის იტალიელი არდიელი ამბობს, რომელსაც ბევრი ასეთი კონცეფცია გაუკეთებია. ამას ამბობს ის ჯგუფი, სადაც თანაბრად იყვნენ ჩართულები გარემოს დაცვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ექსპერტები“, – აღნიშნა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მინისტრმა ქარსელაძემ.

მან წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აგროტურიზმის პერსპექტივაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება დამატებითი მუხტი, რატომ უნდა ჩავიდნენ იქ ტურისტები.

ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავების საპროექტო მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი ერთი წლის წინ გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 922 500 ლარი იყო. ტენდერში კომპანია  „ბაუ დიზაინმა“ გაიმარჯვა, რომელიც, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განმარტებით, უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტებით დაკომპლექტებული მრავალდისციპლინარული საპროექტო ჯგუფია.

ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს აღორძინება ორი წლის წინ, 2019 წლის ოქტომბერში დააანონსა. ის აცხადებდა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა, გამოესყიდა უკლებლივ ყველა – 22 სასტუმრო და 9 აბანო – და მათი მოეხდინა მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]