weather cur horoscope tv
ოქტომბერი 20, 2021

რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ „შეთანხმებას“ მოაწერა ხელი

16:21 ორშაბათი, 20 სექტემბერი 2021 hits 603

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა და რუსეთის ელჩმა, მარატ კულახმეტოვმა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

დოკუმენტის თანახმად, ერთი მხარის მოქალაქეებს ექნებათ უფლება მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა არსებულ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე. რუსეთი, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სრულწლოვან მოქალაქეებს რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მისცემს.

ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სარგებლობენ სოციალური დაცვის, განათლების, სამედიცინო მომსახურების უფლებით იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც ისინი მუდმივად ცხოვრობენ. ამავე დროს, ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება უზრუნველყოს ასეთი პირები უფლებებითა და შეღავათებით, თუნდაც ისინი მეორე მხარის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.

შეთანხმება ძალაში რატიფიკაციის შემდეგ შევა და მისი მოქმედების ვადა ხუთი წელი იქნება. დოკუმენტის მოქმედება ხუთი წლის შემდეგ ავტომატურად გახანგრძლივდება, თუ ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე რომელიმე მხარე მისი შეწყვეტის შესახებ არ განაცხადებს.

„შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა ავტომატურად არ იწვევს რომელიმე მხარის მოქალაქეობის შეწყვეტას“, – ნათქვამია შეთანხმებაში – „ორივე მხარის მოქალაქეობის მქონე პირთა საკითხი შემდგომში რეგულირდება მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და მხარეთა კანონმდებლობით“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხს აგვისტოში გამოეხმაურა, როდესაც ე.წ. შეთანხმების პროექტი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა. ცენტრალური ხელისუფლების შეფასებით, ეს მოსკოვის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და დე-ფაქტო ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]