weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

უცხოელების ყურადღებაზე გათვლილი აქციაა – ვოლსკი მერობის კანდიდატის მანქანის დაცხრილვაზე

17:42 შაბათი, 25 სექტემბერი 2021

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი ცაგერის მერობის კანდიდატის ავტომობილის დაცხრილვას გამოეხმაურა და მომხდართან მისი პარტიის მხარდამჭერების კავშირი გამორიცხა.

„ვერცერთი ჭკუათმყოფელი ვერ დაიჯერებს, რომ ცაგერში მომხდარი თავდასხმა მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა ჩაიდინეს. აღარ ავხსნი რატომ. საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ეს უცხოელების ყურადღებაზე გათვლილი აქციაა! ერთი რომ ქვეყანაში არსებული გარემო, ქართული საზოგადოება ველურად წარმოადგინოს - საერთაშორისო ტრიბუნიდან პრემიერი მაღალ რეიტინგებზე და დემოკრატიაზე საუბრობს, აქ კი ისვრიან! და მეორე, პროგრამა მაქსიმუმი - იქნებ მმართველი პარტიისაკენ გამოიშვიროს ვინმემ ხელი“, – წერს Facebook-ში გამოქვეყნებულ პოსტში გიორგი ვოლსკი.

დღეს, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს პარტიიდან „საქართველოსთვის“, ბესარიონ ბენდელიანს საკუთარ სახლთან გაჩერებული ავტომობილი დაუცხილეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია მომხდარზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]