„ვერცერთი ჭკუათმყოფელი ვერ დაიჯერებს, რომ ცაგერში მომხდარი თავდასხმა მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა ჩაიდინეს. აღარ ავხსნი რატომ. საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ეს უცხოელების ყურადღებაზე გათვლილი აქციაა! ერთი რომ ქვეყანაში არსებული გარემო, ქართული საზოგადოება ველურად წარმოადგინოს - საერთაშორისო ტრიბუნიდან პრემიერი მაღალ რეიტინგებზე და დემოკრატიაზე საუბრობს, აქ კი ისვრიან! და მეორე, პროგრამა მაქსიმუმი - იქნებ მმართველი პარტიისაკენ გამოიშვიროს ვინმემ ხელი“, – წერს Facebook-ში გამოქვეყნებულ პოსტში გიორგი ვოლსკი.
დღეს, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს პარტიიდან „საქართველოსთვის“, ბესარიონ ბენდელიანს საკუთარ სახლთან გაჩერებული ავტომობილი დაუცხილეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია მომხდარზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.