weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სააკაშვილს დახვდება მასზე გამწარებული 100 ათასობით ადამიანი – ღარიბაშვილი

11:53 სამშაბათი, 28 სექტემბერი 2021

„სააკაშვილი როგორც კი შემოვა ჩვენს მიწაზე, ტერიტორიაზე შემოდგამს ფეხს, იმავე წამს იქნება დაკავებული და შებრძანებული ციხეში. ვინც ხელს შეუშლის ამ პროცესს, ყველა ადამიანი დაისჯება უმკაცრესად კანონის ფარგლებში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილის ერთადერთი სურვილი და მიზანი ძალაუფლების დაბრუნებას უკავშირდება.

„რა თქვა მიხომ, რა თქვა? ჩამოვდივარო? მინდა, მოსახლეობას ავუხსნათ – სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა და მიზანი არის ჩვენი ქვეყნის არეულობა და დესტაბილიზაციის შემოტანა. ერთადერთი მისი სურვილი და მიზანი უკავშირდება ძალაუფლების დაბრუნებას, რაც არის მიუღწეველი ოცნება სააკაშვილისთვის და მისი მკვლელი, მჩაგვრელი გუნდისთვის. უკვე რვა წელია, იმუქრება და ვერ ჩამოდის, რადგან იცის, რომ ციხეში შევა. დღეს სახელმწიფო არის ძლიერი. მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს, რომ ეს არის 2003 წელი. ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა აგებს პასუხს კანონის ფარგლებში.

დავუშვათ, ჩამოვიდა ეს ლაჩარი კაცი, გამოაგდეს და ჩამოვიდა ღამე, რა უნდა მოხდეს? კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ აღუდგება წინ და ვერ შეეწინააღმდეგება. ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც შევა ციხეში. ამის გარანტიას ვიძლევით კანონისა და სახელმწიფოს სახელით.

მეორე, რაც მინდა ვთქვა: სააკაშვილი არის მსჯავრდებული, იმსახურებს ციხეს, რადგან მან გამოუსწორებელი შედეგების ზიანი მოუტანა ქვეყანას, მოსახლეობას. ის მოწოდებები, რომ ხალხი გამოვა და დამიცავს, არის სრული სიცრუე და სიყალბე. რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5 ათასი კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ, ისიც პიკის დროს. ჩვენ გვკითხონ, რამდენი ადამიანის, რამდენი მხარდამჭერის მობილიზება შეგვიძლია. ზოგადად ვამბობ, სააკაშვილს დახვდება 100 ათასობით მასზე გაბრაზებული, გამწარებული ადამიანი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების არ სჯერა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი კიევიდან თბილისში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს გეგმავს. მის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებული ავიაბილეთის მიხედვით, კიევიდან დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გამოემგზავრება და საქართველოში დაახლოებით 23 საათზე იქნება.

როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, მას შემდეგ რაც საარჩევნო უბნები დაიხურება, ყველა უნდა გამოვიდეს გარეთ და დაიცვას მოპოვებული გამარჯვება. მისივე თქმით, არანაირი პირადი ამბიცია არ ამოძრავებს და არ აპირებს თანამდებობისთვის ბრძოლას.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არცევნები გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]