weather cur horoscope tv
ოქტომბერი 20, 2021

სასაცილოა, რომ ამხელა კაცი ჩამოდის დედასთან ერთად – წულუკიანი სააკაშვილზე

13:29 სამშაბათი, 28 სექტემბერი 2021 hits 271

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა.

„იმედია არავის ეწყინება, რომ ჩემი რეაქცია არის საკმაოდ დამცინავი იმიტომ, რომ ამ ყველაფერს სერიოზულად ვერ აღვიქვამ, ვერც ამ პიროვნებას, რომელიც აცხადებს, რომ არის თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი, ალბათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანეკდოტია, რაც კი მოგვისმენია. ასევე, სასაცილოა, რომ ამხელა კაცი ჩამოდის მგონი დედასთან ერთად. დედას ბუშტი გვიბრუნდება“, – განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, სააკაშვილი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე დაკავებული იქნება და ეს მან კარგად იცის.

„მისი ამგვარი მოქმედებები კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს მომხრეებს და დესტრუქციული ოპოზიციის მოწინააღმდეგეებს, რომ მნიშვნელოვანია 2 ოქტომბერს მობილიზება“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

2 ოქტომბერს, შაბათს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. გუშინ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე დაჯავშნილი ავიაბილეთი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ის კიევიდან შაბათს, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გამოემგზავრება და თბილისის აეროპორტში დაახლოებით 23 საათზე იქნება. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, მას შემდეგ რაც საარჩევნო უბნები დაიხურება, ყველა უნდა გამოვიდეს გარეთ და დაიცვას მოპოვებული გამარჯვება. მისივე თქმით, არანაირი პირადი ამბიცია არ ამოძრავებს და არ აპირებს თანამდებობისთვის ბრძოლას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]