weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ უკვე საქართველოშია

09:32 პარასკევი, 01 ოქტომბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ში წერს, რომ უკვე საქართველოშია.

„დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“, – ნათქვამია პოსტში, რომელიც სააკაშვილმა 8:35 საათზე გამოაქვეყნა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას, 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს აპირებდა. 27 სექტემბერს მან Facebook-ზე დაჯავშნილი ავიაბილეთი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ის კიევიდან შაბათს, 2 ოქტომბერს გამოემგზავრებოდა და თბილისის აეროპორტში დაახლოებით 23 საათზე იქნებოდა. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე დააკავებდნენ.

ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება არ გაუკეთებია. 

საქართველოში მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა აქვს მისჯილი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე. მათ შორის, 2018 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, ის დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ ბიზნესმენ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

სააკაშვილმა 2015 წელს, მას შემდეგ, რაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. 2017 წელს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობაც ჩამოართვა. 2019 წლის მაისში, ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. ამჟამად მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]