weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„იპსოსის“ ეგზიტპოლი: მელია – 40.8%, კალაძე – 40.2%, გახარია – 8.7%

20:28 შაბათი, 02 ოქტომბერი 2021

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით და კომპანია „იპსოსის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 17:00 საათის მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

აღნიშნული ეგზიტპოლის მიხედვით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ამომრჩეველთა ხმების 40.8% მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახა კალაძემ – 40.2%.

„მთავარი არხის“ დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლის თანახმად, ხმების რაოდენობით მესამე ადგილზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარიაა, რომელსაც 8.7% აქვს. მას მოჰყვებიან პარტია „ხალხისთვის“ კანდიდატი ანა დოლიძე – 3.5% და „ლელოს“ კანდიდატი ანა ბიბილაშვილი – 2.6%.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მერის არჩევნებში არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მოიპოვებს.

 

ამ თემაზე:

„ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლი: კალაძე – 43%, მელია – 39%, გახარია – 7%

„გორბის“ ეგზიტპოლი: კალაძე – 51.3%, მელია – 34.6%, გახარია – 5.6%

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]