weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სააკაშვილი ზელენსკის: ფაქტობრივად პუტინის პირადი პატიმარი ვარ

12:37 სამშაბათი, 05 ოქტომბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წერილით მიმართა.

სააკაშვილის თქმით, ის საქართველოში უკანონოდ დააკავეს და პუტინის პირადი პატიმარია.

„ჩემთვის უაღრესად სასიამოვნოა თქვენი სიტყვები, რომელიც არის მაღალი კლასის ნამდვილი სახელმწიფო მოხელის გამოხმაურება საქართველოში ჩემს უკანონო დაკავებასა და დაპატიმრებაზე გაყალბებული ბრალდებების საფუძველზე, რომლებსაც რუსეთის გარდა მსოფლიოში არავინ აღიარებს.

მე სიცოცხლეზე მეტად მიყვარს ჩემი საქართველო, თუმცა ძალიან მიყვარს უკრაინა, ჩემი მეორე სამშობლო, სადაც ჩემი ცხოვრების მრავალი წელი გავატარე და სადაც მყავს ოჯახი, მეგობრები, მაქვს მოქალაქეობა, რომელსაც მე ძალიან ვაფასებ.

მთელი ცხოვრება ვიამაყებ იმით, რომ მქონდა შესაძლებლობა, შემეტანა მოკრძალებული წვლილი თქვენ მიერ გატარებულ ისტორიულ ცვლილებებსა და რეფორმებში.

ვინაიდან ფაქტობრივად პუტინის პირადი პატიმარი ვარ, ძალიან ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას უკრაინის, მთელი რეგიონისა და იმპერიის ყველა პატიმრის დაცვასთან დაკავშირებით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც მის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები არ დასრულებულა.

ამჟამად, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და ყოფილ პრეზიდენტს ბრალს დიდი ალბათობით ამ დანაშაულისთვისაც წარუდგენენ.

3 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე ყველა დონეზე მუშაობენ.

 

ამ თემაზე:

რა შემთხვევაში შეიძლება მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადაეცეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]