საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ნიკა მელიას განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკური კონტექსტიდან გამიჯნულად მიიღეს.
ნიკა მელიამ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
„ის თავყრილობა, რომელიც იმართება პარლამენტში, დაცლილია ლეგიტიმაციისგან და მე, პირადად, მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას. ეს ნიშნავს, რომ მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თავიდან ბოლომდე, თხემით ტერფამდე გადავდივარ უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად“, – განაცხადა 29 ივლისს მელიამ.
ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატია.