weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრემიერის მხრიდან პატიმრის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ცინიკური საუბარი ამორალურია – კოჟორიძე

13:24 ოთხშაბათი, 06 ოქტომბერი 2021

პარტია „ლელოს“ წევრი, იურისტი კახა კოჟორიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს მის მიერ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს.

„პრემიერის მხრიდან პატიმრის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ცინიკური საუბარი არის ამორალური საქციელი! მით უმეტეს, რომ ეს პატიმარი ყოფილი პრეზიდენტი და მისი პოლიტიკური ოპონენტია. ქართული კულტურა ამბობს, რომ მტერსაც კი ღირსეულად უნდა მოექცე, აქ კი საუბარია ოპონენტზე, რომელსაც დღეს ბორკილები ადევს“, – წერს კახა კოჟორიძე სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილს კანონი და სამართლებრივი სტანდარტები არ აინტერესებს.

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა დღეს ღია წერილი გაავრცელა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზეც გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს.

„მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს. ამბობს, რომ ის არც მერაბიშვილია და არც ახალაია და ციხეში დიდხანს დარჩენას ვერ შეეგუება“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, თბილისში 2 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გაყალბებული ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული და პუტინის პირადი პატიმარია. ადვოკატების ინფორმაციით, სააკაშვილი შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]