weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ფოთის მერობის კანდიდატს, გიგი უგულავას „კოვიდ 19“ დაუდასტურდა

13:12 ხუთშაბათი, 07 ოქტომბერი 2021

ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ფოთის მერობის კანდიდატს, გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად გაავრცელა.

როგორც უგულავა ამბობს, აცრილია, თავს კარგად გრძნობს და მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურის კამპანიაში ონლაინ ჩაერთვება.

„ძალიან უდროო დროს კი დამატყდა. კარგად ვარ. აცრილიც ვარ. გამოჯანმრთელებამდე ფოთის კამპანიაში ონლაინ მივიღებ მონაწილეობას. იმედი მაქვს 10 დღეში დავდგები ფეხზე. არცერთი დღე არაა დასაკარგი. გამარჯვება ახლოსაა. მას გაფორმება სჭირდება. ჩემზე არ იდარდოთ. ახლა მიშაა მისახედი ციხეში“, – წერს უგულავა Facebook-ში.

საქართველოში, დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 31 828 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 2228 კიდევ ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1711 ინფიცირებული, 28 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 20 490 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 4150 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა პარტია „ქართული ოცნებიდან“ ბათუმის მერობის კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანსაც. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]