weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ენმ თბილისში ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავს

23:40 ხუთშაბათი, 07 ოქტომბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციისთვის ემზადება. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, აქციის თარიღთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მსჯელობენ.

„პარტიის ეგიდით და პარტიის ორგანიზებით იქნება დიდი აქცია თბილისში და კონკრეტულ თარიღს უახლოეს მომავალში ვაცნობებთ საზოგადოებას. ვერ წარმომიდგენია პოლიტიკური პარტია ამ ქვეყანაში, რომელსაც აქვს პროევროპული ორიენტაცია და აცნობიერებს რამხელა სირცხვილი და ქვეყნის ზიანია, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე მესამე პრეზიდენტის პატიმრობა, რომლის დაკვეთაც არის ვლადიმერ პუტინისგან, ვერ წამომიდგენია და არ მესახება პოლიტიკოსი, რომელიც ამ აქციის სულისკვეთებას არ შეუერთდება. ნამდვილად ველოდები ერთსულოვნებას ამ საკითხზე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

არჩევნების მეორე ტურამდე აქციების გამართვის შესახებ მიხეილ სააკაშვილიც წერს თავის დღევანდელ წერილში: „უნდა მოვემზადოთ წინასაარჩევნო აქციებისთვის“, – აღნიშნავს ის.

სააკაშვილის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურებში გამარჯვება აბსოლუტურად აუცილებელია როგორც ქვეყნისთვის, ისე მისი გათავისუფლებისთვის.

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას და პირველ ტურში გამარჯვებულ ყველა ჩვენს კანდიდატს. ჩვენ უნდა მოვიგოთ თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, თელავი, ხაშური, წალენჯიხა, სენაკი, ფოთი, წყალტუბო, მარტვილი და ყველა სხვა ადგილზე, არამხოლოდ მერები, არამედ მეორე ტურებში გასული მაჟორიტარები“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

ამ თემაზე:

20 ოლქი სადაც არჩევნების II ტური გაიმართება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]