საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინელი დიპლომატები მუდმივ კავშირზე არიან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან.
„ჩვენ გავარკვიეთ მისი პოზიცია, ვიცით ადვოკატების პოზიციაც. ახლა ვსაწვლობთ ამ საქმის იურიდიულ მხარეს და ვარჩევთ საუკეთესო ალგორითმს, რომელსაც ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ.
კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ გაჭირვებაში არ ვტოვებთ.
ამიტომ, როცა მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომელი გზით წავალთ - ეს კი შესაძლოა იყოს არა მხოლოდ ექსტრადიცია - გაცნობებთ“, – განაცხადა ონალინ კონფერენციაზე კულებამ.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა, თბილისში პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს.
ამ თემაზე: