weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არ მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი, მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ – ბესელია

12:36 ხუთშაბათი, 14 ოქტომბერი 2021

პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე და ყოფილი პარლამენტარი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ მის მიმართ ჩადენილი სისასტიკის მიუხედავად, არ აქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის მიმართ. მისი თქმით, საკუთარ თავში აღმოაჩინა ემპათია და ადამიანური განცდა „სიკვდილის წინაშე მყოფი“, თუნდაც მისთვის „ყველაზე მიუღებელი ადამიანის“ მიმართ.

ბესელია სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და იხსენებს, რომ აქციებზე გამოსვლის გამო, მიხეილ სააკაშვილმა შური მის ოჯახზე იძია.

„რასაკვირველია, მახსოვს როგორი ტანჯვის გზა გამატარა, როდესაც ჩემი უდაშაულო ძმა და სკოლის მოსწავლე შვილი დააპატიმრა და ჩემთან შურისძიების გამო მძევლად ამყოფა. მთელი ორი წელი გაგრძელდა ჩემი და ჩემი ოჯახის ენით აღუწერელი წამება. ჩემი დასჯა გადაწყვიტა მან და მერაბიშვილმა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს პროფესიაზე უარი ვთქვი დროებით და ქუჩაში გამოვედი თავისუფლების და სამართლიანობისთვის“, – წერს ეკა ბესელია.

როგორც ის ამბობს, იგივე გზას დაადგა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ქართული ოცნებაც“, რის გამოც პარტიაზე და თანამდებობაზე უარი თქვა.

„მორალური ზღვარი წაიშალა. დღეს სააკაშვილს ისინი ამუნათებენ ყველაზე მეტად, ვინც ბრძოლაში არ მინახავს და ზარქუები, კობახიძე-მათიკაშვილები ისე იმალებოდნენ, საკუთარ თავს ვერ პოულობდნენ. ხელისუფლებაში 7 წელი თანამდებობაც მქონდა და გავლენაც და არასოდეს, არასოდეს მიცდია ჩემი ოჯახის ამწიოკებელ დავალების შემსრულებელ გამომძიებელ-პროკურორ-მოსამართლეებს (ღირსნი კი იყვნენ) მივბრუნებოდი და პასუხი მომეთხოვა. არ მივეცი ჩემს თავს ამის უფლება ჩემი შინაგანი ეთიკის გამო. არც შურისძიება შემიძლია.

და აღმოვაჩინე ისევ, ჩემს თავში, რომ მიუხედავად იმისა, არასოდეს დამავიწყდება ის სისასტიკე რაც ჩაიდინეს ჩემს მიმართ - არა მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი, მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ.

მზარავს ის ადამიანები, რომლებიც ქირქილებენ სხვის განსაცდელზე და სიცოცხლეზე. არაფერი მოუცია უფალს სიცოცხლეზე დიდი და თუ შენდობაც და მიტევებაც შეძელი - თავად ხარ ადამიანი“, – წერს ბესელია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში 8 წლის შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დაბრუნდა, პირველ ოქტომბერს დააპატიმრეს. ის რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს და მე-14 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი გათავისუფლების მოთხოვნით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, თბილისში, მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]