weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აცრა აუცილებელია მათთვის, ვინც ჯანდაცვის სექტორში და სკოლებში მუშაობს – პრეზიდენტი

17:50 ხუთშაბათი, 14 ოქტომბერი 2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს. აღნიშნული მოწოდება პრეზიდენტმა ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, ტედროს გებრეიესუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს საქართველოში კორონავირუსის 4212 ახალი შემთხვევა აღინიშნა, რაც ნიშნავს, რომ პანდემია გრძელდება და შეიძლება მატებაც იყოს.

„დღეს აქედან, ჟენევიდან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, მე მგონი, ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ აცრა აუცილებელია! პანდემია არსად გაქრება, ამიტომ ჯობია, რომ ჩვენ ყველა საჭირო ზომა მივიღოთ, და ეს აცრით იწყება.

აცრა აუცილებელია ყველასათვის და პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯანდაცვის სექტორში და სკოლებში მუშაობს, მასწავლებლებისა და სხვებისათვის.

თუ გვინდა, რომ ბავშვებმა გააგრძელონ (და ყველას ეს ძალიან გვინდა) სკოლებში სიარული და არ ვიყოთ იძულებული ახალი რეგულაციები შემოვიტანოთ, აუცილებელია, რომ ჩვენ ყველა ვიყოთ პასუხისმგებელი. აცრა და პირბადე, პირბადე და აცრა!“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღეს საქართველოშიი კორონავირუსი კიდევ 4212 ადამიანს დაუდასტურდა, გუშინ 4827 ახალი შემთხვევა იყო, ხოლო გუშინწინ – 4774. სამ დღეში ვირუსს ჯამში 101 ადამიანი ემსხვერპლა.

საქართველოში ორჯერადად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 31% (889 600 ადამიანი).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]