weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

სხვა კანდიდატის არჩევით ოზურგეთსა და თიანეთში ხალხი დაიჩაგრა – ღარიბაშვილი

23:30 შაბათი, 23 ოქტომბერი 2021

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ 2017 წელს თიანეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მერებად დამოუკიდებელი კანდიდატების არჩევით ხალხი დაიჩაგრა, რადგან ადგილობრივ ხელისუფლებასა და გუბერნატორის ადმინისტრაციას, ასევე სხვადასხვა სამინისტროს შორის არ იყო გამართული კოორდინაცია. ღარიბაშვილის თქმით, ცენტრალური ხელისუფლება მუნიციპალიტეტში უამრავ საქმეს აკეთებს.

„ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის გარეშე იქნებ მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი და აი, ეს გვაჩვენა იმ პრეცედენტმა, რომელიც შეიქმნა ოზურგეთში და თიანეთში, როდესაც ჩვენი მერი არ იყო არჩეული და სხვა, ოპოზიციური კანდიდატი იყო. მთელი ოთხი წელი იყო მუდმივი საბოტაჟი და რეალურად, არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა ამ მუნიციპალიტეტებში – ოზურგეთსა და თიანეთში. რეალურად რა მოხდა? ხალხი დაიჩაგრა, ხომ? ხალხამდე ვერ მივიდა ის სიკეთე და გასაკეთებელი საქმეები, რომელიც შეგვეძლო გაგვეკეთებინა. ამიტომ ვლაპარაკობ ამაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ოზურგეთისა და თიანეთის მერები დამოუკიდებელი კანდიდატები – კონსტანტინე შარაშენიძე და თამაზ მეჭიაური გახდნენ. ისინი წელსაც მერობის დამოუკიდებელი კანდიდატები არიან და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობენ.

არჩევნების მეორე ტური ერთ კვირაში, 30 ოქტომბერს გაიმართება.

 

ამ თემაზე:

სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობა ჩვენია, ნაბიჯს ვერ გადადგამს – პრემიერი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]