weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სახალხო დამცველი „ნაცმოძრაობის“ რიგით აქტივისტად აქციეს – კობახიძე

18:44 ორშაბათი, 25 ოქტომბერი 2021

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დამცველს არაობიექტურობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, სახალხო დამცველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი აქტივისტია.

„სახალხო დამცველი რას ამბობს, ეს არ არის მთავარი, მათ შორის გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველს აქვს ძალიან მკაფიოდ გამოკვეთლი პოლიტიკური მიკერძოება, ესეც აჩვენებს მათ შორის იმას, მაგალითად, რატომ არ შეიძლება „ნაცმოძრაობამ“ მოიგოს თუნდაც ერთი მუნიციპალიტეტი.

ჩვენ თავს დროზე გვითხრეს, ასეთი რეკომენდაცია იყო, რომ ოპოზიციისთვის დაგვეთმო სახალხო დამცველის ინსტიტუტი და ნაცვლად იმისა, რომ სათანადოდ გამოეყენებინათ ეს ინსტიტუტი, მიუკერძოებელი შეფასებების გაკეთებისთვის, სახალხო დამცველი აქციეს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ რიგით აქტივისტად. ეს არის ძალიან ცუდი და აჩვენებს, რომ არც ერთი ინსტიტუტის დათმობა არ შიძლება „ნაციონალური მოძრაობისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ამ განცხადებას წინ უძღოდა სახალხო დამცველის მონიტორინგი გლდანის ციხის საავადმყოფოში, სადაც შესაძლოა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ. ომბუდსმენის შეფასებით, ექიმთა მიერ დასახელებული გარკვეული სამედიცინო პროცედურების ჩატარება N18 დაწესებულებაში შეუძლებელია. გარდა ამისა, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით უსაფრთხოების რისკებიც არსებობს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უნდა შეირჩეს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის სრულფასოვანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში დააკავეს. 20 ოქტომბერს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მან სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ 29 სექტემბერს, ღამით გადმოკვეთა და ფოთის ნავსადგურში შემოსულ გემზე განთავსებულ, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებულ რძის პროდუქტებით დატვირთულ ტრაილერში იმყოფებოდა.

ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე. მას 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი.

მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]