weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შიმშილობით დანაშაულის ჩამოწერა არ ხდება – სუბარი სააკაშვილზე

18:16 სამშაბათი, 26 ოქტომბერი 2021

„ქართული ოცნების“ წევრის და ყოფილი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მისივე ხელშია და ნებისმიერ დროს შეუძლია შიმშილობის შეწყვეტა. როგორც სუბარი ამბობს, ეს იქნება ყველაზე კარგი გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობისთვის და ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობისთვისაც.

„შიმშილობით დანაშაულის ჩამოწერა არ ხდება. შიმშილობით უკვე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმება არ ხდება, ვინც არ უნდა იშიმშილოს. ეს არის „ორჯერ ორი ოთხი“. ეს შეეხება პრეზიდენტსაც, ნებისმიერ დამნაშავეს – იქნება ეს მკვლელი, გაუპატიურება, თაღლითობა თუ კორუფცია. ნებისმიერ დანაშაულზე არის ერთი და იგივე სტანდარტი“, – განაცხადა სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო ჰოსპიტალიზაციის საკითხს, სოზარ სუბარის თქმით, გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალიან კარგი პირობებია. სუბარის განცხადებით, სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის ადგილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილმა კონსილიუმმა უნდა მიიღოს.

„სად მოთავსდება სააკაშვილი, ამას მე ვერ გადავწყვეტ, ამას ვერ გადაწყვეტს პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ეს გადაწყვეტილება იქნება იმის მიხედვით, თუ რა რჩევას მოგვცემენ სპეციალისტები. თუ ისინი იტყვიან, რომ ციხის საავადმყოფო არის აბსოლუტურად ადეკვატური, წავა ციხის რესბუბლიკურ საავადმყოფოში. თუ სამოქალაქოში გადაყვანა იქნება აუცილებელი, გადავა სამოქალაქო საავადმყოფოში.

ხოლო რაც შეეხება ბუნტის საფრთხეს, თუ მსგავს არეულობას, მსგავსი არაფერი მოხდება. ამას უკვე პოლიტიკური ხელმძღვანელობა და კონკრეტულად, იუსტიციის სამინისტრო იღებს თავის თავზე“, – განაცხადა სუბარმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში 26-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, პატიმარს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, რომელიც, როგორც იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ირწმუნება, მზად არის პაციენტის მისაღებად. ციხის საავადმყოფოში გადაყვანას კატეგორიულად ეწინააღმდეგება მიხეილ სააკაშვილი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფოში იმ სამედიცინო მომსახურების მიღება, რისი შესაძლო საჭიროებაც ექიმთა ჯგუფმა განისაზღვრა, ვერ მოხდება და საჭირო იქნება, პერიოდულად სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო ტიპის კლინიკაში. გარდა ამისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფოში ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას უსაფრთხოების რისკებიც ახლავს თან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]